Sunday, August 29, 2010

ლა ლიგა იწყება


ბარსელონა პრიმერა დივიზიონის პირველ მატჩს ჩრდილოეთ სანაპიროზე, რასინგის წინააღმდეგ ჩაატარებს. გასულ კვირას კლუბმა უკვე მოიგო ესპანეთის სუპერ თასი. გუნდთან ერთად არ გაემგზავრნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალექსანდრ ჰლები და მარტინ კასერესი. ვილიამ და ადრიანომ უკვე ითამაშეს პირველი ოფიციალური მატჩი სევილიასთან, თუმცა დღეს შეიძლება შედგეს მათი დებიუტი ლა ლიგაში, ბარსელონას ფეხბურთელის რანგში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში


ბარსელონას თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში გადავიდა. თავდაპირველად როსონერი 24მლ ევროს გადაიხდის. საბოლოოდ კი ბარსელონა დაახლოებით 60 მლ ევროს მიირებს.

მასკერანო ბარსელონაში ჩავიდა


შეთანხმების მიღწევიდან 24 საათში მასკერანო ბარსელონაში ჩავიდა. სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის. ამის შემდეგ ის კონტრაქტს ხელს მოაწერს და ოფიციალრად გახდება ბარსას ახალი ფეხბურთელი.

Saturday, August 28, 2010

Happy birthday Bojan Krkic


დღეს ბოიანს 20 წელი შეუსრულდა. მივულოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა ფეხბურთელს.

Friday, August 27, 2010

შეთანხმება მიღწეულია. მასკერანო ბარსელონაში მიდის


ბარსელონამ და ლივერპულმა მიაღწიეს შეთანხმებას მასკერანოს ტრანსფერთან დაკავშირებით. მან ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეთანხმება მიღწეული იქნა ფეხბურთელის და ორივე კლუბის სურვილების გათვალისწინებით. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მასკერანო ბარსელონაში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ეს კი ამ weekend-ზე მოხდება.

Wednesday, July 28, 2010


ყველასთვის ცნობილია, რომ არსენალის კაპიტანი ფრანსესკ ფაბრეგასი ბარსელონას სკოლის აღზრდილია. იგი 16 წლის იყო როდესაც 3 მილიონ ევროდ მეთოფეთა რიგებში გადავიდა. მას შემდეგ რაც ფაბრეგასი მსოფლიოში ერთერთ უძლიერეს ნახევარმცველად ჩამოყალიბდა, ბარსელონა უშედეგოდ ცდილობს მის დაბრუნებას. თუმცა ახლა მას რამდენემე ათეული მილიონის გადახდა უწევს. არსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ცდილობს კატალონიელი დარჩენაზე დაითანხმოს და აცხადებს, რომ ფაბრეგასი არ იყიდება. თუმცა ყველასთვის ცნობილია სესკის სურვილი, დაბრუნდეს ბარსელონაში.
გუშინდლიდან მოყოლებული კატალონიურ ჟურნალ-გაზეთებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ შეთანხმება მიღწეულია და ფაბრეგას სულ მალე ვიხილავთ ბარსელონას შემადგენლობაში. მისი კუთვნილი ნომერი კი 4 იქნება(მართალია მარკესი ჯერ კიდევ ბარსელონას ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ რამდენიმე დგეში იგი ოფიციალურად გახდება ამერიკული რედ-ბულის წევრი).
სავარაუდოდ ყველაფერი პარასკევს გადაწყდება. ბარსელონას პრეზიდენტი სანდრო
როსელი მეთოფეთა მესვეურებს ხვდება და თუ არსენალის ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, დაკარგული შვილი სულ მალე დაუბრუნდება მშობლიურ კლუბს.

Tuesday, July 13, 2010

კატალონიელი მასხარა :)





ბარსელონას მთელი მსოფლიოს მაშტაბით მილი
ონობით გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა ჯიმი ჯამპის მსგ
ავსი ალბათ
არავინაა. მისი სახელი ყველამ იცის, ის ყოველთვის ახერხებს ხალხის გამხიარულებას. მოკლედ რომ ვთქვათ, მასხარაა:) მისი ოინების სრული სია საკმაოდ გრძელია და რადგან საკმაოდ პოპულარულია საფეხბურთო სამყაროში მისი სახელი, შევეცდები რამდენიმე გაგაცნოთ.
დაიბადა 1974 წელს, კატალონიაში, ჩვენთვის ცნობილია როგორც ჯიმი ჯამპი, მისი მეტსახელია ''მოედნის ოკუპა
ნტი''.
პირველი მისი გამოჩენა მოხდა 2004 წლის 4 ივლისს. ევროპი
ს ჩემპიონატზე საბერძნეთის და პორტუგალიის ნაკრებები ხვდებოდნენ. იგი შევარდა მოედანზე და ბარსელონას დროშაესროლა პორტგალიელთა კაპიტანს ლუიშ ფიგუს(ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო, ფიგუ 2000 წელს ბარსელონადან მადრიდის რეალში გადავიდა).
ჯიმი მაშინაც აღმოჩნდა მოედანზე,
როცა 2008 წლის 19 ნოემბერს მადრიდის რე
ალი და ბარსელონა ხვდებოდნენ.
პირველი გამოჩენიდან ორი წლის შემდეგ, იგი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე გამოჩნდა. მატჩში ვილიარეალი და არსენალი იღებდნენ მონაწილეობას. ჯიმიმ მეთოფეთა კაპიტანთან მიირბინა და ტ
იერი ანრის ეგრეთწოდებული ჯერსეი(კატალონიური სამოსი) ესროლა. მასზე ანრის სახელი და 14 ნომერი ეწერა(მოგვიანებით ანრი მართლაც გადავიდა ბარსელონაში და 14 ნ
ომრიანი მაისური მოირგო). ამ საქციელის შემდეგ იგი დააპატიმრეს და მოგვიანებით დააჯარიმეს 60 100 ევროთი.
შემდეგი მისი რეიდი იყო ევრო 2008-ზე. იგი შევიდა მოედანზე ტიბეტის დროშით, ხოლო მაისურზე ეწერა: ''Tibet is not China''.
ჯიმი ამაზე არ გაჩერებულა, ერთერთი სახალისო მოვლენა გახლდათ 2010 წლის ევროვიზიის ფინალი, სადაც მან თავისი სამსახიობო და საესტრადო ნიჭი გამოავლინა. იგი შეუერთდა იმ რიჯიკებს, რომლებიც ესპანელი მომღერლის გარშემო ცეკვავდნენ.
ბოლო საღამო მისი მონაწილეობით გახლდათ 2010 წლის მუნდიალის ფინალი, როდესაც მან სცადა მსოფლიო ჩემპიონატის თასისთვის
ბარსელონას წითელი ქუდის დაფარება.
მხიარული ჯიმის ოინები იმედია ამითარ ამოიწურება, იგი ჯერ მხოლოდ 36 წლისაა დაიმედი ვიქონიოთ კვლავ განაგრძობს ხალხის გამხიარულებას.