Tuesday, July 13, 2010

კატალონიელი მასხარა :)





ბარსელონას მთელი მსოფლიოს მაშტაბით მილი
ონობით გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა ჯიმი ჯამპის მსგ
ავსი ალბათ
არავინაა. მისი სახელი ყველამ იცის, ის ყოველთვის ახერხებს ხალხის გამხიარულებას. მოკლედ რომ ვთქვათ, მასხარაა:) მისი ოინების სრული სია საკმაოდ გრძელია და რადგან საკმაოდ პოპულარულია საფეხბურთო სამყაროში მისი სახელი, შევეცდები რამდენიმე გაგაცნოთ.
დაიბადა 1974 წელს, კატალონიაში, ჩვენთვის ცნობილია როგორც ჯიმი ჯამპი, მისი მეტსახელია ''მოედნის ოკუპა
ნტი''.
პირველი მისი გამოჩენა მოხდა 2004 წლის 4 ივლისს. ევროპი
ს ჩემპიონატზე საბერძნეთის და პორტუგალიის ნაკრებები ხვდებოდნენ. იგი შევარდა მოედანზე და ბარსელონას დროშაესროლა პორტგალიელთა კაპიტანს ლუიშ ფიგუს(ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო, ფიგუ 2000 წელს ბარსელონადან მადრიდის რეალში გადავიდა).
ჯიმი მაშინაც აღმოჩნდა მოედანზე,
როცა 2008 წლის 19 ნოემბერს მადრიდის რე
ალი და ბარსელონა ხვდებოდნენ.
პირველი გამოჩენიდან ორი წლის შემდეგ, იგი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე გამოჩნდა. მატჩში ვილიარეალი და არსენალი იღებდნენ მონაწილეობას. ჯიმიმ მეთოფეთა კაპიტანთან მიირბინა და ტ
იერი ანრის ეგრეთწოდებული ჯერსეი(კატალონიური სამოსი) ესროლა. მასზე ანრის სახელი და 14 ნომერი ეწერა(მოგვიანებით ანრი მართლაც გადავიდა ბარსელონაში და 14 ნ
ომრიანი მაისური მოირგო). ამ საქციელის შემდეგ იგი დააპატიმრეს და მოგვიანებით დააჯარიმეს 60 100 ევროთი.
შემდეგი მისი რეიდი იყო ევრო 2008-ზე. იგი შევიდა მოედანზე ტიბეტის დროშით, ხოლო მაისურზე ეწერა: ''Tibet is not China''.
ჯიმი ამაზე არ გაჩერებულა, ერთერთი სახალისო მოვლენა გახლდათ 2010 წლის ევროვიზიის ფინალი, სადაც მან თავისი სამსახიობო და საესტრადო ნიჭი გამოავლინა. იგი შეუერთდა იმ რიჯიკებს, რომლებიც ესპანელი მომღერლის გარშემო ცეკვავდნენ.
ბოლო საღამო მისი მონაწილეობით გახლდათ 2010 წლის მუნდიალის ფინალი, როდესაც მან სცადა მსოფლიო ჩემპიონატის თასისთვის
ბარსელონას წითელი ქუდის დაფარება.
მხიარული ჯიმის ოინები იმედია ამითარ ამოიწურება, იგი ჯერ მხოლოდ 36 წლისაა დაიმედი ვიქონიოთ კვლავ განაგრძობს ხალხის გამხიარულებას.

No comments:

Post a Comment