
ყველასთვის ცნობილია, რომ არსენალის კაპიტანი ფრანსესკ ფაბრეგასი ბარსელონას სკოლის აღზრდილია. იგი 16 წლის იყო როდესაც 3 მილიონ ევროდ მეთოფეთა რიგებში გადავიდა. მას შემდეგ რაც ფაბრეგასი მსოფლიოში ერთერთ უძლიერეს ნახევარმცველად ჩამოყალიბდა, ბარსელონა უშედეგოდ ცდილობს მის დაბრუნებას. თუმცა ახლა მას რამდენემე ათეული მილიონის გადახდა უწევს. არსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ცდილობს კატალონიელი დარჩენაზე დაითანხმოს და აცხადებს, რომ ფაბრეგასი არ იყიდება. თუმცა ყველასთვის ცნობილია სესკის სურვილი, დაბრუნდეს ბარსელონაში.
გუშინდლიდან მოყოლებული კატალონიურ ჟურნალ-გაზეთებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ შეთანხმება მიღწეულია და ფაბრეგას სულ მალე ვიხილავთ ბარსელონას შემადგენლობაში. მისი კუთვნილი ნომერი კი 4 იქნება(მართალია მარკესი ჯერ კიდევ ბარსელონას ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ რამდენიმე დგეში იგი ოფიციალურად გახდება ამერიკული რედ-ბულის წევრი).
სავარაუდოდ ყველაფერი პარასკევს გადაწყდება. ბარსელონას პრეზიდენტი სანდრო

როსელი მეთოფეთა მესვეურებს ხვდება და თუ არსენალის ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, დაკარგული შვილი სულ მალე დაუბრუნდება მშობლიურ კლუბს.
No comments:
Post a Comment