Monday, July 12, 2010

მე ვამაყობ, ანდრეს!!!


"მოვიგეთ, მოვიგეთ, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ". ალბათ რამდენი ესპანელი იმეორებდა ამ ფრაზას. ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ულამაზესი საღამო ოყო იოჰანესბურგში. ემოციებით დატვირთული ვიყავი მეც. ეს იყო დღე, როცა მთელი მსოფლიო ერთმა მოვლენამ გააერთიანა.
ესპანეთის ნაკრებში 8 ბარსელონას ფეხბურთელი თამაშობდა და კიდევ ორი ბარსას სკოლის აღზრდილი. უბედნიერესი ვიყავი, რადგან ეს იყო ბარსელონას აღიარება. მიმდინარე ჩემპიონატზე ყველა გოლი ბარსელონელმა გაიტანა და მინდოდა ფინალშიც ასე მომხდარიყო. თუმცა რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გადამწყვეტი გოლის ავტორი კვლავ ანდრეს ინიესტა აღმოჩნდებოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში, გული ისე მიცემდა. მიხაროდა არა იმიტომ რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი ხდებოდა, არამედ მიხაროდა იმ ფეხბურთელების გამო ვინც სტადიონზე იყო და საკუთარ სიცოცხლეს ფეხბურთს უძღვნიდა... უკვე მეორედ ინიესტა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახდა. არასოდეს დამავიწყდება კასილასის ცრემლები, პუიოლის და ხავის გახარებული სახეები, ინიესტას გაცისკროვნებული თვალები. მოკლედ ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წუთები იყო.
ამ თამაშის შესახებ ალბათ ბევრი ითქმება და დაიწერება, იქნება კრიტიკა, თუმცა ვერავინ შეძლებს ჩემს თვალში ესპანეთის ნაკრების წარმატების დაკნინებას. მთელი მატჩის განმავლობაში ჩემი გული ბურთის ტრაექტორიით მოძრაობდა. ყველა სახიფათო მომენტის დროს საგულედან ვარდებოდა. არ მგონია ბევრი ესპანელი ყოფილიყო ჩემსავით ბედნიერი, როცა ანდრესმა გოლი გაიტანა. მე გამახსენდა გვარდიოლას სიტყვები, როდესაც ჩელსისთან გადანილი გოლის შემდეგ უთხრა ინიესტას. -,,შენ შეგიძლია გოლი აღარასოდეს გაიტანო, ანდრეს''. თუმცა ანდრესი მხოლოდ 26 წლისაა. ის იმ ასაკში იმყოფება, როდესაც ფეხბურთელს კარიერის პიკი აქვს. ძალიან მინდა ანდრესმა კიდევ უფრო მეტს მიაგწიოს... ის ხომ ბარსელონელია და მე ამით ვამაყობ...
დანარჩენი რაც მოხდა ეს უკვე ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში შევა და მე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ რამხელა წვლილი მიუძღვით ბარცელონელებს ამ წარმატებაში!!!

No comments:

Post a Comment